ახალი ამბები
აფხაზეთის პრიორიტეტი „მეზობელთან მშვიდობიანი ცხოვრებაა“, - გუნბა
„საქართველოს პოლიტიკური ელიტა ვერ შეეგუა რეალობას. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ვკითხოთ ჩვენს მოქალაქეებს, არიან თუ არა ისინი ოკუპირებულები. ჩვენ თავისუფლები ვართ, ჩვენ ვავითარებთ ჩვენს კულტურასა და ტრადიციებს. ესაა დამოუკიდებლობა. საქართველოს განცხადებები პოლიტიკურია“, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ "რია ნოვისტისთან" ინტერვიუში თქვა.

მისივე განცხადებით “თბილისთან დიალოგი შესაძლებელია რეალობის აღიარების და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ“.  გუნბას სიტყვებით, აფხაზეთის პრიორიტეტი „მეზობელთან მშვიდობიანი ცხოვრებაა“.

„ჩვენ გვსურს საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობები, რათა მისმა ხელმძღვანელობამ გააცნობიეროს, რომ მათ წინაშეა დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც არც ომი სურს და არც კონფლიქტი. ეს პრიორიტეტი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფარგლებში ვლადისლავ არძინბამ დაისახა და ის არ შეიცვლება“, - აღნიშნა მან.

ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას, მან თქვა რომ „სიტუაცია დასტაბილურდა“  და  „საჭიროა მუშაობა" მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, რადგან  „ხალხი დაიღალა პოლიტიკითა და პოპულიზმით“. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, 9 მაისს, მოსკოვში ნაციზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს და სამხედრო აღლუმს დაესწრო. 10 მაისს ის კრემლში რუსეთი პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო.

შეხვედრის ღია ნაწილის დასასრულს, აფხაზმა ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტს ნებისმიერ მისთვის მოსახერხებელ დროს აფხაზეთში ჩასვლა შესთავაზა.

„დიდი მადლობა, სიამოვნებით. თარიღს თქვენთან ერთად მოგვიანებით შევათანხმებთ,“ - თქვა პუტინმა გუნბას მოწვევის საპასუხოდ.

გუნბა პუტინს, მანამდე, 5 მარტსაც შეხვდა. ე.წ. საპრეზიდენტო არჩვენბში გამარჯვებიდან მალევე, ის კრემლში მიიღეს და აფხაზებისთვის „ორმაგი მოქალაქეობის“, ელექტრომომარაგების და სხვა საკითხების მოგვარების პირობა მისცეს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
16 / ოქტომბერი 2025
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
16 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.