ზუგდიდსა და მარტვილში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. შესაბამის ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეში მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ დამონტაჟებული.
გზდ-ში განმარტავენ, რომ ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები