ახალი ამბები
გალში თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს
გალის რაიონში დააკავეს თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“ ავცრელებს.
ამავე ცნობით, რუსეთის უსაფრთზოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთად, მათ „სახელმწიფო საზღვრის“ უკანონო გადაკვეთის არხი“, გამოავლინეს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ორი ჯგუფი დააკავეს.

„ერთ ჯგუფში შედის თურქეთის ორი მოქალაქე: 1997 წელს დაბადებული სელჩუკ გურენი, რომელიც, ოპერატიული მონაცემების თანახმად, ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნაშია თურქეთში ადრე ჩადენილი შეკვეთილი მკვლელობისთვის და 2001 წელს დაბადებული დოგან ბერსანი, რომელიც ასევე მკვლელობისა და ნარკოტიკების გავრცელებისთვის იძებნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, 26 მაისს, დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქეები: 1974 წელს დაბადებული აზიზოვი ჰასან ეთიბარ ოღლუ და 1990 წელს დაბადებული თაჰმაზლი ნამაზ თაჰმაზ ოღლუ.

დე ფაქტო სუს - ის ინფორმაციით, მათ სცადეს ოკუპირებულ აფხაზეთში დამალვა, რათა თავიდან აეცილებინათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

სახელმწიფო უშიშროების სამსახური არ აკონკრეტებს, სად და რა მიზნით მიდიოდნენ დაკავებული თურქეთის მოქალაქეები, წერს „ეხო კავკაზა“.

აქვე აღნიშნულია, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.

თბილისში ჯერჯერობით არავითარი კომენტარი არ გაუკეთებიათ აფხაზური მხარის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.