ახალი ამბები
ზუგდიდში მეგრული ენის დღე აღნიშნეს (ფოტო)
ზუგდიდში, ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე, ზვიად გამსახურდიას ბიუსტის მიმდებარედ მოქალაქეებმა მეგრული ენის დღე აქციით აღნიშნეს. ადგილზე გაშლილია ბანერი წარწერით: „მიგახვამანთ მარგალურ ნინაშ დღას, ფალუა მარგალურ ნინას“
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ააიპ „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია ამბობს, რომ შეკრების მიზანი პოლიტიკურია, რაც, მისი თქმით, გულისხმობს მეგრული, სვანური და ლაზური ენებისთვის მინიმუმ რეგიონული ენების სტატუსის მინიჭების მოთხოვნას.

„29 მაისმა უკვე, დაახლოებით, 10 წელიწადია მიიღო სამეგრელოს მოსახლეობისგან, საქართველოს ძირძველი და გამაერთიანებელი მისიის მატარებელი მოსახლეობისგან სრულფასოვანი ლეგიტიმაცია, რომ ეს დღე მეგრული ენის დღესასწაულად აღინიშნებოდეს. დღეს გახლავთ ცნობილი ენათმეცნიერისა და მეგრული ენის მკვლევრის, მეგრული ენის პრობლემების შემსწავლელი მამანტი ძაძამიას დაბადების დღე, ამიტომაც, ეს დღე სიმბოლურად დაწესდა მეგრული ენის დღედ. მეგრულ ენას აქვს სერიოზული პრობლემები, აქვს პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი პრობლემები. მეგრული ენა, როგორც სრულფასოვანი ენა, ლაზურთან და სვანურთან ერთად ფაქტობრივად ასიმილირებულია. ქართულ ენას კი, რომლის მასაზრდოებელია მეგრული, სვანური და ლაზური ენები, მათ გარეშე არსებობა, ფაქტობრივად, არ შეუძლია. ქართულ ენას მალე პრობლემები შეექმნება, თუ სახელმწიფომ მეგრულ-სვანურ-ლაზურ ენებს შესაბამისი სტატუსი არ მიანიჭა, რასაც ითხოვს, ევროკავშირი და ევროსაბჭო, რაც არის ის, რომ მათ მინიმუმ რეგიონული ენის სტატუსი მიენიჭოს. ჩვენი მიზანი არის სწორედ ეს“, - აღნიშნავს ჯგუშია.

აქციის მონაწილე მალხაზ გრიგოლია განმარტავს, რომ დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია მეგრული ტრადიციებისა და წინაპრების მიერ დატოვებული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად.

„წინაპრების ენა არ უნდა დავივიწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მომავალი ბუნდოვანი იქნება და იქნება სხვა კულტურას მიტმასნებული. ჩვენ თანამედროვე მსოფლიოს არ უნდა ჩამოვრჩეთ და სხვა კულტურებიც შევითვისოთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს მშობლიური ენა, რაც ჩვენი წინსვლის აუცილებელი გარანტიაა“.

მეგრული ენის დღე ზუგდიდში ყოველწლიურად, 29 მაისს, 2013 წლიდან აღინიშნება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.