საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს დაინიშნა, ამის
შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია
კონტრასიგნაციისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი
კვირიკაშვილს 6 აპრილს გადაეგზავნება.
დღესვე გამართულ პრესკონფერენციაზე, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ
სამთავრობო ცვლილებები ან საკადრო თემები შეხვედრაზე არ
განხილულა.
პრეზიდენტის თქმით, პრემიერ-მინისტრთან, აღმასრულებელი და
საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან რეგიონში არსებული
ვითარება განიხილეს.
მასალის გამოყენების პირობები