საარჩევნო უბანზე პარტიის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სოფელ კორცხელში, 53-ე საარჩევნო უბანთან "ქართული ოცნებისა" და
"ნაციონალური მოძრაობის"
წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა.
დაპირისპირება საარჩევნო უბნის საიახლოვეს ყოფილი და მმართველი
პარტიის მხადამჭერების ყოფნას მოჰყვა. ისინი ერთმანეთს უბნის
მოშორებით გადაადგილებას სთხოვდნენ, რამაც სიტყვიერი დაპირისპირება
გამოიწვია. ვითარება მალევე განიმუხტა.
კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი - "ერთიანი
ნაციონალური მოძრაობიდან" ვარადებულ ლაშხია, "ქართული ოცნებიდან"
ამირან ლაგვილავა და "თავისუფალი საქართველოდან" თეონა ქარდავა
იბრძვის.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 6 ნოემბერს
კორცხელის მაჟორიტარ დეპუტატს "თავისუფალი დემოკრატებიდან" ცოტნე
მურღულიას ხმათა უმრავლესობით უფლებამოსილება შუწყვიტა. იგი ლონდონში
სასწავლებლად იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები