ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის ცნობით, 12:00სთ-ის მდგომარეობით
ამომრჩეველთა აქტივობა
ასე გამოიყურება: ზუგდიდი - 25,4%, გლდანი - 4,7%, გარდაბანი - 13,8%,
კასპი - 20,3%, წყალტუბო - 30,2%, ოზურგეთი - 26,7%, ხობი -
22,1%.
"ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი
მიმდინარეობს მშვიდ და წყნარ გარემოში", - აღნიშნა ცესკოში გამართულ
საინფორმაციო ბრიფინგზე ანა მიქელაძემ და ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ
მოუწოდა აქტიურობისკენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საკრებულოს შუალედური
არჩევნები ტარდება.
კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი - "ერთიანი
ნაციონალური მოძრაობიდან" ვარადებულ ლაშხია, "ქართული ოცნებიდან"
ამირან ლაგვილავა და "თავისუფალი საქართველოდან" თეონა ქარდავა
იბრძვის.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 6 ნოემბერს
კორცხელის მაჟორიტარ დეპუტატს "თავისუფალი დემოკრატებიდან" ცოტნე
მურღულიას ხმათა უმრავლესობით უფლებამოსილება შუწყვიტა. იგი ლონდონში
სასწავლებლად იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები