სოფელ კორცხელში, 53-ე საარჩევნო უბანთან მყოფმა მოჭიდავეებმა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სცემეს. დაზიანებები
ათეულობით ადამიანმა მიიღო, მათ შორის, გიგა ბოკერიამ, თენგიზ
გუნავამ, ნიკა მელიამ და სხვ. სპორტსმენები ჟურნალისტებსაც
ემუქრებიან. ადგილზე სამართალდამცავებიც იმყოფებიან.
10-მდე სპორტული აღნაგობის მამაკაცი საარჩევნო უბნის სიახლოვეს
დილიდან იმყოფება.
კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი - "ერთიანი
ნაციონალური მოძრაობიდან" ვარადებულ ლაშხია, "ქართული ოცნებიდან"
ამირან ლაგვილავა და "თავისუფალი საქართველოდან" თეონა ქარდავა
იბრძვის.
მასალის გამოყენების პირობები