ჭიდაობის ფედერაცია კორცხელის ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია კორცხელის ინციდენტს ემიჯნება
და საარჩევნო უბანზე მომხდარ ძალადობას გმობს.
"არანაირ ორგანიზებულ მსვლელობას ჭიდაობის ფედერაციის მხრიდან ადგილი
არ ჰქონია და არც ექნება. მოჭიდავეების ოჯახის სახელით სარგებლობის
უფლება არ აქვს არცერთ თუნდაც ტიტულოვან სპორტსმენს. აქვე ვაცხადებთ,
რომ ფედერაცია არ აკონტროლებს ცალკეული ყოფილი და მოქმედი
მოჭიდავეების პოლიტიკურ სიმპათიებს და რჩება აპოლიტიკურ
ორგანიზაციად", - ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, 22 მაისს კორცხელში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა.
53-ე საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს 10-მდე
სპორტული აღნაგობის მამაკაცი, რომლებიც უბნის სიახლოვეს დილიდან
იმყოფებოდნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაზიანებები ათეულობით
ადამიანმა მიიღო, მათ შორის, გიგა ბოკერიამ, ლაშა დამენიამ, ნიკა
მელიამ, თენგიზ გუნავამ და სხვ.
მასალის გამოყენების პირობები