პრემიერი ხურჩის შემთხვევაზე - ეს არის უდანაშაულო ადამიანის ცივსისხლიანი მკვლელობა
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხურჩის ინციდენტი არის უდანაშაულო
ადამიანის ცივსისხლიანი
მკვლელობა."დიახ, რა თქმა უნდა, ვაპირებ, რომ ჩავიდე და მივუსამძიმრო
ოჯახს. ეს არის ამაზრზენი შემთხვევა, სახელმწიფოს ამ ინციდენტზე
ექნება პასუხი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ქართული მხარე ელოდება თუ რა რეაგირებას მოახდენს
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება.
"ჩვენ ველოდებით ჯერჯერობით თუ რა რეაგირებას მოახდენს აფხაზეთის დე
ფაქტო ხელისუფლება. ვნახოთ, დაველოდებით, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად
შევეცდებით ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო თანამეგრობრობის
მონაწილეობით, მივაღწიოთ იმას, რომ დამნაშავე დაისაჯოს. არავის არ
უნდა შერჩეს უდანაშაულო ადამიანის სისხლი, ვინც არ უნდა იყოს ეს და
ამას აუცილებლად მივაღწევთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
20 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან,
საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე
გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით
მოკლა.
მასალის გამოყენების პირობები