სოფლებში საარჩევნო პლაკატები მხოლოდ სპეციალურ სტენდზე განთავსდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მის ტერიტორიაზე წინასაარჩევო
კამპანიის
ჩასატარებელი ღონისძიებების წესი განსაზღვრა. განკარგულების მიხედვით,
წინა წლების მსგავსად, საარჩევნო სუბიექტების პლაკატების თუ
ლოზუნგების შენობა-ნაგეობების ფასადზე განთავსება აიკრძალა.
სარეკლამო პლაკატები სოფლის ცენტრებში მხოლოდ სპეციალურად
დამონტაჟებულ სტენდებზე უნდა განთავსდეს. წინასაარჩევნო
შეხვედრებისთვის კი სპეციალური ადგილი- კომბინატის კულტურის სახლი
გამოიყო.
განკარგულებით გათვალისწინებული წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა
სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს პრეროგატივა
იქნება.
მასალის გამოყენების პირობები