ფოთის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინეს
ქალაქ ფოთში ,,ქართული ოცნება- დემოკრატიულ საქართველოს" მაჟორიტარი
დეპუტატობის
კანდიდატი ბიზნესმენი ირაკლი ხახუბია იქნება. ის ფოთის მოსახლეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა.
კანდიდატის წარდგენა ფოთის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ
გაიმართა.
,,ირაკლი წარმატებული ბიზნესმენი იყო და წარმატებული იქნება
პოლიტიკაშიც. ამ ქალაქს კარგად იცნობს. დარწმუნებული ვარ, თქვენ და
ჩვენი გუნდის იმედებს გაამართლებს", - აღნიშნა მან.
თავის მხრივ, ხახუბიამ "ქართული ოცნების" გუნდს და პრემიერ-მინისტრს
გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
მასალის გამოყენების პირობები