პაატა ბურჭულაძემ განმუხურის ამფითეატრში პარტიის "სახელმწიფო
ხალხისთვის" იმერეთის, გურიის და სამეგრელოს რეგიონის
მუნიციპალიტეტებისა
და ქალაქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
სამეგრელოს რეგიონში კანდიდატები იქნებიან: ქალაქ ზუგდიდი – ვახტანგ
ცხადაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – ბესიკ თოდუა, წალენჯიხა-ჩხოროწყუ
– გიორგი ხარჩილავა, სენაკი – გურამ მისაბიშვილი; ხობი -კახა
ნადარაია; მარტვილი-აბაშა – დავით თოფურია და ქალაქ ფოთი -კოტე
კემულარაია. რაც შეეხება, მესტიას, ამბროლაურს, ონს, ლენტეხსა და
ცაგერს- აქ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი როსტომ ცხვედიანი
იქნება.
ბურჭულაძის განცხადებით, მისი პარტიის სახით, ქვეყანაში არსებობს
პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს გამთლიანებას შეძლებს.
"სახელმწიფო ხალხისთვის" დამფუძნებელმა სიტყვით გამოსვლისას,
აფხაზებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ მათ შეუძლიათ მისი პარტიის
ნდობა.
ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს
გაიმართება.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები