ჩხოროწყუს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე
კორნელი წურწუმიამ ფრაქცია დატოვა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ფრაქციიდან მისი წასვლის მიზეზი ე.წ.
„პორტირებული“ „ნაციონალების“ „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებაა.
კორნელი წურწუმია, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებს.
მისი ფრაქციიდან წასვლას ჩხოროწყუს საკრებულოს
თავმჯდომარე ადასტურებს.
წურწუმია 2012 წლიდან "ქართული ოცნების" წევრი იყო.
მასალის გამოყენების პირობები