"რეფორმატორების" ლიდერი პაატა ბურჭულაძის გუნდს შეუერთდა. ფეისბუქის
პირად გვერდზე ღლონტმა
განცხადება გაავრცელა.
„მე არ ვიქნებოდი მართალი, თუ ყველაზე ჯანსაღ ძალას არ შევუერთდებოდი
და არ დავუჭერდი მხარს. მე ამ გუნდში დავინახე პროფესიონალიზმი, ცოდნა
და რწმენა სახელმწიფოს ტრანსფორმირებისთვის, რის საფუძველზეც უკვე
რეალური გახდა სახელმწიფო გახდეს ხალხის!“, - აღნიშნულია
განცხადებაში.
ირაკლი ღლონტმა ბურჭულაძის ბლოკს პროფესიონალების გუნდი უწოდა და
დასძინა, რომ ისინი ერთად ქვეყნის ეფექტურ მართვას უზრუნველყოფენ.
მასალის გამოყენების პირობები