"რესპუბლიკელები" მმართველ პარტიას კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ (ვიდეო)
15:30 / 14.09.2016
"რესპუბლიკური პარტიის" ზუგდიდის ოფისი "ქართულ ოცნებას" საკრებულოს
განკარგულების უგულებელყოფაში ადანაშაულებს.
გამგებლობის კანდიდატ ირაკლი ქოჩუას განცხადებით, რამდენიმე სოფელში
საარჩევნო პლაკატებისთვის განთავსებულ სპეციალურ სტენდზე, ნაცვლად
სამი სარეკლამო პლაკატისა, გაცილებით მეტია განთავსებული, რაც მისივე
თქმით, კანონდარღვევაა.
"მაგალითად, ნარაზენში არსებულ სტენდზე 14 პლაკატია გაკრული.
მივმართავ მმართველ პარტიას და ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ნუ
დავდგებით კანონზე მაღლა. ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ და პირველ რიგში
კანონს, - აღნიშნა ქოჩუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ მათ სამზე მეტი
პლაკატის გაკვრის დირექტივა მათ არ გაუციათ და დაფიქსირებული
დარღვევის დადასტურების შემთხხვევაში,ისინი მზად არიან ზედმეტი
პლაკატები ჩამოხსნან.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #39 დადგენილებით,
ერთ სპეციალურ სტენდზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს მხოლოდ სამი
პლაკატის გაკვრის უფლება აქვს.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
ცნობილია, რომ კოლხები რკინის მეტალურგიული წარმოების ერთ-ერთი პიონერები არიან.დღემდე შემორჩენილია არაერთი მეგრული ტოპონიმი , რომელიც პირდაპირ მიუთითებს რკინის წარმოებაზე და დამზადებაზე.მთავარი ამ საქმეშია მჭედელი-ჭკადუ, ,,კინაშ ჭკადუ“ ის მეგრელთა წარმოდგენით, სოფელში საპატიო და ამავე დროს ისეთ პირად იყო მიჩნეული, რომელიც განგებასთან იყო დაკავშირებული. დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ჭკადუშ“ ინსტიტუტზე, მის ხელობაზე და მითებზე.
სოციალური მომსახურების სტატისტიკაზე დაყრდნობით, გასულ თვეს, აპრილში სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო პენსიის მიმღებთა რაოდენობა 119-ით გაიზარდა და 89 691 პირს მიაღწია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები