რადიო „ათინათის“
თოქ-შოუ „კანდიდატში" სტუმრობისას
"
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატმა სხვადასხვა
საკითხზე ისაუბრა. მან წამყვანებისა და მსმენელების კითხვებს
უპასუხა.
სანდრა რულოვსმა წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
„
ყველას აქვს საშუალება გააცნოს მოსახლეობას თავისი
პროგრამა. რა თქმა უნდა, არის დაძაბულობა. სამწუხაროდ,
ხდება ჩვენი კანდიდატების დისკრედიტაცია, ჩვენს
შეხვედრებზე არიან პროვოკატორები, თუმცა, მათ მშვიდად ვხვდებით და არ
ვაძლევთ საშუალებას,
ჩაგვიშალონ“, - განმარტა
კანდიდატმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულ მათ მხარდამჭერებს
სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან.
რულოვსმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი სახეების შესახებაც
ისაუბრა.
„
ახლა ხალხს აქვს შედარების საშუალება მაშინდელ და ბოლო 4
წლიან მმართველობას შორის, ისინი ხედავენ, რომ ჩვენს
პარტიაში არის ახალი სახეები, ახალი სისხლი, მეტი ქალი
და მეტი ჰუმანური მხარეა განვითარებული“, - აღნიშნა
რულოვსმა.
მასალის გამოყენების პირობები