მმართველი პარტიის ოფისში ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც
საზოგადოებას იმ მემორანდუმის შინაარსი გააცნო, რომელიც საარჩევნო
პერიოდის მშვიდ გარემოში ჩატარებას ითვალისწინებს.
„ვთანხმდებით, რომ უზრუნველვყობთ ჩვენი აქტივისტების დისტანცირებას
სხვა საარჩევნო სუბიექტების მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული
აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და
მივიღებთ ყველა ზომას, რათა არ დავუშვათ ჩვენი აქტივისტების მიერ სხვა
საარჩევნო სუბიექტების გამართული ღონისძიების ხელშეშლა“, - აღნიშნულია
მემორანდუმის ტექსტში.
მემორანდუმის მოქმედების ვადა მთელ საარჩევნო პერიოდზე ვრცელდება.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მემორანდუმის ტექსტი საარჩევნო სუბიექტებს
დღესვე გაეგზავნებათ.
მასალის გამოყენების პირობები