CCE- ის "საპარლამენტო დებატებში" მხოლოდ 2-მა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა (ვიდეო)
18:51 / 21.09.2016
"საპარლამენტო დებატებში", რომელიც ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრში, პროექტის
"საარჩევნო მედია-ცენტრის" ფარგლებში იმართება, 11
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან მხოლოდ 2 გამოცხადდა. ცენტრის
ხელმძღვანელის ეკა მინჯორაიას თქმით, დანარჩენმა კანდიდატებმა
დებატებში მონაწილეობაზე უარი დაგეგმილი დღის გამო თქვეს. დებატებს
მოწვეული ფასილიტატორი ზვიად ქორიძე უძღვებოდა. შეხვედრაში
მონაწილეობა მოქალაქეებმა, არასამთავრობო სექტორისა და მედია
საშუალებების წარმომადგენლებმა მიიღეს.
კითხვები, ძირითადად, საგარეო პოლიტიკისა და ეკონიმიკური განვითარების
გარშემო დაისვა.
"პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აზრით,
ქვეყნის საგარეო პოლიტიკა გადასახედია . მისივე თქმით, რუსეთთან
დიალოგის დაწყება და ურთიერთობების დალაგება აუცილებელია. რაც შეეხება
ქვეყნის გაცხადებულ პოლიტიკას ნატოსთან დაკავშირებით, საქართველომ
უბლოკო სტატუსი უნდა აირჩიოს. ეკონომიკის განვითარების მიმართულებით
დასმულ კითხვაზე, ჭითანავამ განაცხადა, რომ საქართველომ, რუსეთის
ბაზართან ერთად, ევროკავშირის ქვეყნების ბაზარიც უნდა გამოიყენოს.
"პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატის მსგავსად, დამოუკიდებელი კანდიდატი
მიმოზა ცხონდიაც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მომხრეა და ამბობს,
რომ მეზობელ ქვეყანას "გამუდმებით ოკუპანტი არ უნდა ვეძახოთ". ამავე
დროს, ცხონდია ევროკავშირთან ურთიერთობას მიესალმება და აცხადებს, რომ
ევროპის ქვეყნებთან სავაჭრო თუ სხვა ურთიერთობები უნდა
გაღრმავდეს.
საარჩევნო მედია ცენტრები ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არის დაფინანსებული და ის
პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა
ჩართულობის" (ACCESS) ფარგლებში ხორციელდება.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები