"თავისუფალი დემოკრატები": ადგილობრივი უწყებები საარჩევნო პროცესში ზედმეტად ერევიან (ვიდეო)
13:00 / 07.10.2016
"თავისუფალი დემოკრატების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა
სამართალდამცავი სტრუქტურებისა და ადგილობრივი ხელისუფლების
მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე განცხადება საგანგებოდ გამართულ
ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, სამხარეო პოლიცია და სამხარეო ადმინისტრაცია საარჩევნო
პროცესებში მათთვის მიუღებელი ფორმით ერევა. დეპუტატობის კანდიდატი
ამბობს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ეს არ არის ცენტრალური
ხელისუფლების ინსტრუქცია და ადგილობრივი სტრუქტურები თვითნებურად
მოქმედებენ.
"ნურავინ ისპეკულირებს იმით, რომ ამ ქალაქში არის მძიმე და
ფეთქებადსაშიში ვითარება, ზუგდიდში ასეთი ვითარება არ არის. აქ
თითოეულ ადამიანს ესმის, თუ რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს
ქვეყანაში და ისინი მზად არიან თავისუფალი არჩევანი გააკეთონ", - თქვა
ჩიქოვანმა.
ამასთან, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პრემიერ-მინისტრს და შს
მინისტრს მიმართავს და მოუწოდებს, დაინტერესდნენ აღნიშნული
საკითხით.
სამხარეო ადმინისტრაციაში ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს აბსურდულს
უწოდებენ და აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესი აბსოლუტურად თავისუფალ
გარემოში მიმდინარეობს.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები