გიორგი მარგველაშვილმა 2016 წლის პარლამენტის არჩევნებში საკუთარი
არჩევანი მთაწმინდის ოლქის მე-6 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
„პირველ რიგში, მინდა მივულოცო ქართულ საზოგადოებას დღევანდელი დღე და
მოვუწოდო აქტიურობისაკენ. დღეს ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის და
ჩვენი სამშობლოს სიძლიერისკენ და დემოკრატიულობისკენ. მე მიხარია, რომ
ჩემს საარჩევნო უბანზე არის ხალხმრავლობა და სიმშვიდე. მე მივეცი ხმა
მრავალპარტიულ ქართულ პარლამენტს, რომელშიც წარმოდგენილი
იქნება მრავალი ჯანსაღი და საქართველოზე მოფიქრალი პოლიტიკური
ძალა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა
ქვეყნის პირველი პირი საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა და
ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები