ზუგდიდში ენმ-ს დეპუტატობის კანდიდატის ბანერს საღებავი შეასხეს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის
ბანერს, რომელიც ზუგდიდის მე-4 საჯარო
სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული, გაურკვეველმა პირებმა
შავი საღებავი შეასხეს.
ენმ-ს წარმომადგენლის თეიმურაზ ბასილაიას ინფორმაციით, ამ წუთებში
ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან
მობილიზებულები.
"ამის შემდეგ ალბათ აღიძრება საქმე და იმედი მაქვს გამოიძიებენ.
ბანერების დაზიანება არის ყოვლად მიუღებელი საქციელი და ვგმობთ მას",
- განაცხადა რადიო "ათინათთან" საუბარში ბასილაიამ.
ამასთან, მცირე დაზიანება აქვს იქვე განთავსებულ ზუგდიდის თემის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სანდრა რულოვსის ბანერსაც.
მასალის გამოყენების პირობები