ახალგაზრდული სადამკვირებლო მისია კენჭისყრის მიმდინარეობაზე განცხადებას ავრცელებს
არასამთავრობო ორგანიზაციები „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების
განვითარების ცენტრი (CSDC)”,
„ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი” კენჭისყრის
პროცედურებს ზუგდიდსა და გორში აკვირდებიან. 15 საათზე მათ ამ
დროისთვის არსებული მდგომარეობის შესახებ განცხადება
გამოაქვეყნეს.
“ზუგდიდის ერთ-ერთ უბანში (65.67.83) დამკვირვებლის მიერ მოწოდებული
ინფორმაციით ამომრჩეველმა ხელმოწერის გარეშე მისცა ხმა და ჩააგდო
ბიულეტენი საარჩევნო ყუთში, ამომრჩეველი რამოდენიმე წუთის შემდგომ
ისევ დაბრუნდა უბანში და რეგისტრატორმა მისცა უფლება ხელი მოეწერა.
რეგისტრატორების მხრიდან არაერთ უბანში დაფიქსირდა პროცედურების
არასრულყოფილი შესრულება, რაც მიუთითებს მათ დაბალკვალიფიცურობაზე.
უფლებამოსილების არაჯეროვანი შესრულება კი დისციპლინური
პასუხისმგებლობის გამოყენების საფუძველია.
ზუგდიდის საარჩევნო უბანში N65.67.18 ფიზიკური და სიტყვიერი
დაპირისპირება მოხდა. „ქართული ოცნების“ საქართველოს
პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია და
მუნიციპლიტეტის საკრებულოს წევრი თეიმურაზ მარკოზია მივიდნენ და გარეთ
გამოიყვანეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მიუთითეს, რომ
დააბრუნებდნენ თავისი მოვალეობის შესასრულებლად, ამ ყველაფერს მოჰყვა
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, რაც აღმოიფხვრა უმოკლეს დროში.
მიგვაჩნია, რომ საარჩევნო სუბიექტების მხრიდან არ უნდა ხდებოდეს
საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევა და მით უმეტეს,
თავიდან უნდა იქნას აცილებული ყოველგვარი დაპირისპირება.
საერთო ჯამში საარჩევნო გარემო უმეტესწილად კვლავ მშვიდია და
დარღვევების უმრავლესობა ტექნიკური ხასიათისაა. ახალგაზრდული
სადამკვირვებლო მისიის მიერ რამდენიმე საჩივარი დაიწერა, რომელთა
უმრავლესობა პროცედურების დარღვევების აღმოფხვრას ან კომისიის
შესაბამისი წევრების მიერ უფლებამოსილების არასათანადო
შესრულებისათვის პასუხიმსბგებლობის მოთხოვნას ეხება. მნიშვნელოვანია,
საარჩევნო ადმინისტრაციებმა ზედმიწევნით დაიცვან პროცედურები და
დროული რეაგირება მოახდინონ დარღვევებზე. მოვუწოდებთ ყველა მხარეს,
დაიცვან კანონით დადგენილი მოთხოვნები და თავი აარიდონ ყოველგვარ
დაპირისპირებას“, - ნათქვამია ნაცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები