ცესკოს 15 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა 39,79 %-ია, რაც
1 მილიონ 22 ათას 634 ამომრჩეველს ნიშნავს. ამის შესახებ განცხადება
ცესკოში
გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.
ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის
თქმით, ზუგდიდსა და თემში 15 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა
აქტივობა 29.33%-ია.
საკუთარი არჩევანი გააკეთეს ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში. ორი
საარჩევნო უბნის მონაცემები კი საღამოს 20 საათზე დაითვლება.
ცესკოში ასევე ისაუბრეს ამ დროისთვის შესულ საჩივრებზე. კერძოდ,
ცესკოში შესულია ყველა საოლქო საარჩევნო კომისიიდან 46 საჩივარი, მათი
უმრავლესობა დაწერილია ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციისა და
საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლის მიერ.
მასალის გამოყენების პირობები