ოპოზიციური პარტიები: სოფელ ძველ აბასთუმანში უცხო პირები იმყოფებიან (ვიდეო)
18:50 / 08.10.2016
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის
სოფელ ძველ აბასთუმანში #31-ე საარჩევნო უბანზესპორტული აღნაგობის უცხო პირების გადაადგილება
შეინიშნება.
სოფელში უცხო პირების ყოფნას ადგილობრივებიც ადასტურებენ და
აცხადებენ, რომ ისინი იქ დილიდან იმყოფებიან.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნულ თემაზე კომენტარი არ
გააკეთეს, თუმცა პირადი საუბრისას აღნიშნეს, რომ საეჭვო პირები,
რომლებიც სოფელში დილას გამოჩნდნენ, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის
მხარდამჭერები არიან და თბილისიდან ჩამოვიდნენ.
#31-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის ტარიელ გოგილავას თქმით, მას
კენჭისყრის ოთახში უცხო პირები არ შეუმჩნევია და საარჩევნო
პროცესისთვის რაიმე სახის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიერ უცხო პირებად მიჩნეული
მამაკაცებიდან ერთ-ერთმა, ტოჩა ჯანაშიამ ჟურნალისტებთან კომენტარი
გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ის თბილისიდან დეიდაშვილთან ერთად
ჩამოვიდა, რომელსაც აბასთუმანში ნათესავები ჰყავს.
"ჩემთან ერთად ვინც არის, ის პროფესიით - ქირურგია, გინეკოლოგი.
მოჭიდავის არც იმას ეტყობა რამე და არც მე. მოვედი ჩემს შინაურებთან
და ვივლი ყოველთვის", - თქვა ჯანაშიამ.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები