ზუგდიდის სოფელ კორცხელში, #53-ე საარჩევნო
უბანთან სამართალდამცავების სიმრავლეა. პოლიციელები
ამომრჩევლებსა და საარჩევნო უბნის შესასვლელს შორის
დგანან. ადგილობრივები მოითხოვენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება
დროულად მიეცეთ. ამ დროისთვის უბანთან ხმის მიცემას, დაახლოებით,
100-მდე მოქალაქე ითხოვს.
ზუგდიდის #65 საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ
საარჩევნო უბანი რიგში მდგომი ბოლო ამომრჩევლის მიღებამდე არ
დაიხურება.
მასალის გამოყენების პირობები