TNS opinion-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების
თანახმად, ამომრჩეველთა 53.8% “ქართული ოცნებას“ უჭერს მხარს,
ხოლო 19.5% - "ნაციონალური მოძრაობას".
TNS-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების მიხედვით , მესამე პარტია,
რომელიც ბარიერს გადალახავს, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსია“
5%-ით.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„თავისუფალი დემოკრატები" – 4.0%, „ლეიბორისტული პარტია“ – 3,1%,
"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" – 2,7%.
TNS-მა ეგზიტპოლი ოთხი ტელეკომპანიის - GDS, „მაესტრო“, „იმედი“ და
საზოგადოებრივი მაუწყებლის - დაკვეთით ჩაატარა. კვლევის საველე
სამუშაოები კომპანია „გორბიმ“ შეასრულა.
ხოლო GFK-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების თანახმად, რომელიც
ტელეკომპანია "რუსთავი 2"- მა შეუკვეთა, „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ
საქართველოს" გამოკითხულთა - 39,9 % უჭერს მხარს, ხოლო "ერთიან
ნაციონალურ მოძრაობას" – 32,74%.
GFK-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, 5%-იანი ბარიერის გადალახვას
ახერხებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, რომელსაც აღნიშნული
მონაცემებით 5,76% უჭერს მხარს.
მასალის გამოყენების პირობები