შსს: სოფელ ჯიხაშკარში, 79-ე უბანზე მომხდარის ორგანიზატორი დაკავებულია
სოფელ ჯიხაშკარში 108 -ე და 79-ე საარჩვენო უბნებში მომხდარი
ინციდენტების ფაქტზე შსს-მ გამოძიება
სსკ-ს 162-ეს პრიმა და 163-ე მუხლებით მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებული
და დაკავებულია 79-ე უბანზე დარბევის ორგანიზატორი და უშუალო მონაწილე
პირი, ხოლო ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა
დადგენა-დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები
გრძელდება.
აღნიშნულ საარჩევნო უბნებზე გაურკვეველი პირები მაშინ შეიჭრნენ,
როდესაც ადგილზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობდა.
მასალის გამოყენების პირობები