ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიაში საბოლოო მონაცემები, ჯერჯერობით,
დათვლილი არ არის.
ამ დროისთვის, კომისიისთვის 90 უბნიდან 20 უბნის დაზუსტებული
შედეგებია ცნობილი, 20-დან 13 უბანში "ქართული ოცნება" ლიდერობს.
დაინიშნება თუ არა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ზუგდიდში,
ჯერ კიდევ უცნობია.
კომისიაში საარჩევნო უბნებიდან მოტანილი ოქმების შეყვანა და დათვლის
პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები