ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით,
ქვეყნის მასშტაბით არჩევნების მეორე ტური 50-53 მაჟორიტარულ
ოლქში გაიმართება.
„საარჩევნო კოდექსი“ არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას პირველიდან
არაუგვიანეს 25-ე დღეს ითვალისწინებს.
მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში ის ორი კანდიდატი მონაწილეობს,
რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუკი 2-ზე მეტმა
კანდიდატმა ყველაზე ერთნაირი რაოდენობის ხმა მიიღო, ან ერთი საუკეთესო
შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატს ერთი და იგივე
შედეგი აღმოაჩნდა, მეორე ტურში ყველა ეს კანდიდატი მიიღებს
მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები