ენმ: მეორე ტურში მონაწილეობის საკითხი პოლიტსაბჭოში გადაწყდება
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის საარჩევნო შტაბში
აცხადებენ, რომ მეორე ტურში მონაწილეობის საკითხი ჯერ არ არის
გადაწყვეტილი.
მისივე თქმით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა და ამ საკითხზე უახლოეს
მომავალში იმსჯელებენ.
"ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ
ბრძოლა. კრიმინალებთან ერთად, მთელი სახელმწიფო მანქანა გვებრძოდა. ამ
ფონზე გადაწყვეტილების მიღება რთულია", - აღნიშნა რადიო
"ათინათთან" საუბარში ლაშა დამენიამ.
ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმდჯომარე
მირანდა მესხი რადიო "ათინათთან" საუბარში
ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ქალაქისა და თემის
მაჟორიტარულ ოლქებში, სავარაუდოდ, მეორე ტური ჩატარდება. 92 საარჩევნო
უბნიდან 90 უბნის მონაცემი დათვლილია, 2-ის კი გაბათილებულია. რაც
შეეხება გამგებლის არჩევნებს, ხობს მიკერებული 15 უბნის გარდა, 50
უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეორე ტურის ალბათობა დიდია.
მასალის გამოყენების პირობები