ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტურების და განმეორებითი
კენჭისყრის შესაძლო თარიღები განსაზღვრა. ცესკოს მიერ გავრცელებული
ინფორმაციით,
8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს
გაიმართება.რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, ის 22 ოქტომბერს
ჩატარდება.
ცესკოს ცნობით, №36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო
უბანზე (მარნეული) პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები
გაიმართება,
ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38,
№66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი) -
როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები.
ცესკო სამართლებრივ აქტებს შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ
გამოსცემს.
მასალის გამოყენების პირობები