თენგიზ გუნავა: "განმუხური და ჯიხაშკარი თავის სიტყვას იტყვის" (ვიდეო)
15:35 / 22.10.2016
„ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებულია, რომ ჯიხაშკარსა და განმუხურში
გაიმარჯვებენ. ამის შესახებ განმუხურის საარჩევნო უბანთან მყოფმა
პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა თენგიზ
გუნავამ განაცხადა.
„პირველი ტური როცა ჩატარდა, ჩვენ, ფაქტობრივად, სამივე უბანზე
ვიგებდით. სწორედ ამის გამო მოხდა ჯიხაშკარში შევარდნა და ჩაშლა და აქ
კიდევ რაღაც კომიკურ სიტუაციაში აღმოვჩნდით. კომისიის თავმჯდომარე და
მდივანი გაიპარა ადგილიდან. ასე რომ, განმუხური და ჯიხაშკარი თავის
სიტყვას იტყვის. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქ აქვს მყარი დასაყრდენი,
რადგან გაუკეთებია საქმე“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის ორ და
განმუხურის ერთ უბანზე განმეორებითი არჩევნები
ტარდება.
ჯიხაშკარის 79-ე, 108-ე და განმუხურის 38-ე უბნის ამომრჩევლები
პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლის პარალელურად გამგებელსაც
ირჩევენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები