"ქართული ოცნების" სააგიტაციო გაზეთი 26-ე უბნის სარეგისტრაციო მაგიდაზე (ვიდეო)
09:01 / 30.10.2016
კომბინატის 26-ე უბანზე საარჩევნო პროცესი
დარღვევებით დაიწყო. სარეგისტრაციო მაგიდაზე,
"ქართული ოცნების" გაზეთი გადაშლილ მდგომარეობაში
იდო.
"არა მგონია, რამე არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს შეგნებულად ამის
გაკეთებას. გადავამოწმებ, მე არ მინახავს და თუ იქნება, აღმოვფხვრით
ამ პრობლემას", - აღნიშნა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ
ბადრი ჯიმშელიამ.
ამასთან, 26-ე საარჩევნო უბნის პირველმა ამომრჩეველმა
ბიულეტენი საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის ჩაგდებამდე
მოათავსა. ბადრი ჯიმშელიამ რადიო
"ათინათს" განუცხადა, რომ ეს ნაკადის
მომწესრიგებლის შეცდომაა.
ამავე დასახლებაში, 27-ე და 89-ე საარჩევნო უბნები დარღვევების გარეშე
8 საათზე გაიხსნა. პირველმა ამომრჩეველმა საკუთარი ხმა კი 9-ის
წუთებზე დააფიქსირა. ამ დროის მონაცემებით აღნიშნულ უბნებზე აქტივობა
ნაკლებია. პროცესი მშვიდად მიმდინარეობს.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები