ზუგდიდში რამდენიმე უბანზე ხმის მიცემის პროცესი სანთლის შუქზე მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში რუხში, ოდიშსა და ხურჩაში
საარჩევნო უბნებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის
ინფორმაციით, აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრის პროცედურა სანთლის
შუქზე მიმდინარეობს.
"როგორც გვაქვს ინფორმაცია, ელექტროენერგიის მიწოდება მალე აღდგება",
- თქვა მირანდა მესხმა.
ცნობისთვის, ზუგდიდში საპარლამენტო და გამგებლის არჩევნების მეორე
ტური მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები