წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატები იმარჯვებენ
ზუგდიდის 67-ე მაჟორიტარულ ოლქში მმართველი პარტია დიდი უპირატესობით
იმარჯვებს. 67-ე საოლქო საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა
რადიო "ათინათს" განუცხადა, რომ ქალაქის
უბნების უმრავლესობა დათვლილია, რომლებზეც „ქართული ოცნების“
კანდიდატი მერაბ ქვარაია იმარჯვებს. ასევე,
იგებს გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია და
ზუგდიდის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიშერ
თოლორაია. „ენმ“-დან მისმა კონკურენტმა
- სანდრა რულოვსმა მეორე ტურში
კანდიდატურა მოხსნა.
დღეს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა.
არჩევნები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
ჩატარდა. პარლამენტის არჩევნებთან ერთად, ზუგდიდში გამგებლების
რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც შედგა.
მასალის გამოყენების პირობები