საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“
ხმების 71, 09 % მიიღო, რაც 13 627 ხმას ნიშნავს. მისი კონკურენტის,
„ენმ“-ის კანდიდატის სანდრა რულოვსის სახელი და გვარი ბიულეტენზე
ფორმარულად იყო დატანილი, რადგან რულოვსმა მეორე ტურში მონაწილეობაზე
უარი განაცხადა. მას ხმა ამომრჩევლების 28, 91 %-მა მისცა, რაც 5 542
ხმაა.
ცესკოს მონაცემებით, 66-ე მაჟორიტარული ოლქის 49 უბნიდან ყველა
დათვლილია.
მასალის გამოყენების პირობები