საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა 2016 წლის
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები.
150-წევრიან პარლამენტში
115 დეპუტატი არჩეულია პარტიიდან, „ქართული
ოცნება-დემოკრატიული საქართველო,“ 27
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,“ 6
„პატრიოტთა ალიანსიდან,“ 1 „მრეწველებიდან“
და 1 საინიციატივო ჯგუფიდან.
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომაზე შეიკრიბება
პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, მიერ შესაბამისი სამართლებრივი
აქტის გამოცემის შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები