საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა 2017 წლის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ზუგდიდში
მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. აღნიშნული
ღონისძიება, პროექტის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს-უფრო ახლოს“
ფარგლებში ჩატარდა.
„გუშინ და დღეს მოსახლეობას ვხვდებით და მათ კიდევ ერთხელ ვახსენებთ
არჩევნების ჩატარების თარიღს. ასევე ვაწვდით ინფორმაციას საარჩევნო
უბნების შესახებ. ამასთან ვაცნობთ საკუთარ უფლებებს და ვუხსნით, თუ
როგორ უნდა გადაამოწმონ საკუთარი და ოჯახის წევრთა მონაცემები“, -
განაცხადა ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის
მოადგილემ ნანა ოკუჯავამ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს
გაიმართება.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები