დომენტი სიჭინავა ლაშა გოგიას: თუ თქვენ 9 თვის განმავლობაში არ აგიღიათ პრემია 41 ნომერს შემოვხაზავ
12:29 / 28.09.2017
„ბატონო ლაშა, მომწონს, რაც თქვენ თქვით, მაგრამ
მინდა გითხრათ, საჯაროდ ვიტყვი. თქვენ ახსენეთ, რომ 9 თვეა
მუნიციპალიტეტის
თავკაცი ხართ. თუ დამიმტკიცებთ, რომ თქვენ და თქვენს მოადგილეებს ამ 9
თვის განმავლობაში არ აგიღიათ პრემია და დანამატი, მე - ზვიად
სიჭინავა, 21 ოქტომბერს 41 ნომერს შემოვხაზავ", - ასე მიმართა
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, დომენტი(ზვიად)
სიჭინავამ ზუგდიდის მერობის კანდიდატს "ქართული ოცნებიდან", ლაშა
გოგიას- საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში -
"თვითმმართველობა2017".
"თუ თქვენ ამის დასტურს მომცემთ, მე ამას გავაკეთებ. გეუბნებით, ერთად
გავაკეთოთ გასაკეთებელი, რადგან ეს ხალხი არის ისეთ პირობებში, როგორც
საქონელი", - განაცხადა დომენტი სიჭინავამ.
საზოგადოებრივ მაუწყებელზე, დებატების მიმდინარეობისას, ზუგდიდის
მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, დომენტი სიჭინავამ არაერთხელ
აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში სოციალური ვითარება ძალიან მძიმეა და
დაინტერსდა, იცის თუ არა ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებელმა და
მერობის კანდიდატმა, მმართველი პარტიიდან, ამ პრობლემების
შესახებ.
ზვიად სიჭინავამ მისთვის განკუთვნილი დრო ლაშა გოგიასთან
ოპონირებისთვის გამოიყენა, რის საშუალებასაც პირველი არხის დებატების
ფორმატი იძლევა.
ლაშა გოგიამ დომენტი სიჭინავას კითხვაზე, აუღია თუ არა 9 თვის
განმავლობაში პრემია, პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პრემია-დანამატი
ერთხელ აიღო, ხელფასის 50%-ის ოდენობით.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სამეგრელოში არსებობდა ორი ერთმანეთთან შინაარსით ახლოს მდგომი და თითქმის იდენტური ტრადიციული წესი ,რომელსაც ოჭიშაფუს ანუ შესაწევარს და გინაფორალს ანუ გადასაფარს უწოდებდნენ. ,,ოჭიშაფუ“ ხდებოდა ქორწილის დროს და ,,გინაფორალი“ მიცვალებულის განსვენების პერიოდში. ასევე, მეგრულ წეს-ჩვეულებებში მოწმდება მატერიალური ურთიერთდახმარების ორი სახე: ნატურალური და ფულადი.დღევანდელ გადაცემაში დაწვრილებითაა აღწერილი ყველა ტრადიცია წესები და მოვალეობები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი მოადგილე ჰყავს. დავით ვერავას მოადგილედ გიორგი ნადარაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სენაკში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გზდ საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები