ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი დომენტი სიჭინავა დღეს
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის
წარმომადგენლებს შეხვდა.
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა
დეტალურად გამოიკითხეს, რატომ გადაწყვიტა დომენტი სიჭინავამ
დამოუკიდებლად ეყარა კენჭი ზუგდიდის მერის პოსტზე. რა პრობლემებთან
არის დაკავშირებული დამოუკიდებელ კანდიდატად ყოფნა, რა არის დომენტი
სიჭინავასთვის პრიორიტეტული და როგორ აპირებს საარჩევნო პროგრამის
ხალხთან მიტანას.
გარდა ამისა, ეუთოს წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რამდენად თანაბარი
მდგომარეობაა სხვა კანდიდატებს შორის და ხომ არ არის ხელის შემშლელი
ფაქტორები.
დომენტი სიჭინავამ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს სრული
ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ წინასაარჩევნო
პერიოდი და არჩევნები ექსცესების და გართულებების გარეშე ჩაივლის.
®
მასალის გამოყენების პირობები