დომენტი სიჭინავა მშენებარე სტადიონზე: ბეტონის მესერის აშენებისთვის ხელი არ მომიწერია (ვიდეო)
16:41 / 02.10.2017
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ზუგდიდის
მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი
ე.წ. "კომბინატში" მშენებარე სტადიონის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს
ეხმაურება.
დომენტი სიჭინავას თქმით, სტადიონის პროექტთან დაკავშირებით, მან
„თბილპროექტმშენის“ წერილს 2015 წლის პირველ ივლისს უპასუხა და მხოლოდ
რეკომენდაციები გასცა. მისივე განცხადებით, მას არანაირ საპროექტო
დოკუმენტზე არ მოუწერია ხელი და ამის უფლებამოსილებაც არ ჰქონდა.
„არაერთხელ იყო წარმოდგენილი პროექტი, ჩვენ მივეცით მათ შენიშვნები და
არ ვიცით, რომელი შენიშვნა გაითვალისწინა და რომელი არა საპროექტო
კომპანიამ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს არ გააჩნია
უფლებამოსილება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტი
დაამტკიცოს ან არ დაამტკიცოს. ფეხბურთის ფედერაციას შეუძლია მხოლოდ
გასცეს რეკომენდაციები, იმ შემთხვევაში, თუ მას ამისთვის მიმართავენ.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ზვიად სიჭინავამ ხელი მოაწერა პროექტს, რომლის
განსახორციელებლად სახელმწიფო 20 მილიონს დახარჯავდა და ამისი
უფლებამოსილება ჰქონდა, მაშინ მე გეუბნებით, რომ მოედნის საფართან
ბეტონის მესერის აშენებისთვის ხელი არ მომიწერია. მშენებელი
გაითვალისწინებს თუ არ გაითვალისწინებს ფედერაციის რეკომენდაციებს, ეს
ფეხბურთის ფედერაციის პრეროგატივაში არ შედის. საბოლოოდ, ფედერაციის
შესაბამისი სამსახური ახდენს სტადიონის ინსპექტირებას და მას
მიანიჭებს ლიცენციას, ან არ მიანიჭებს“, - განაცხადა სიჭინავამ.
მანამდე, მშენებარე სტადიონთან დაკავშირებით, ბრიფინგი ზუგდიდის
მერიაში გამართეს. მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროსის მამუკა
ლოგუას მტკიცებით, სტადიონზე გალავნის შემოვლება მსოფლიოში
აპრობირებული მეთოდია და პროექტთან დაკავშირებით, დადებითი
რეკომენდაცია ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიადი
სიჭინავამაც გასცა.
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions settings, opens captions settings dialog
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
Captions Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამასთან, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით მოსალოდნელ სკანდალზე წერს ინფორმაციული სააგენტო „აიაშარა“. გამოცემის ცნობით, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად დაქირავებული სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ. ამავე ცნობით, 15 მაისის შემდეგ, 8 - მდე სამშენებლო კომპანიის არც ერთი თანამშრომელი არ გამოსულა სამსახურში. მიზეზად, ხელფასის გადაუხდელობა სახელდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები