„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალმა საქართველომ“ ზუგდიდის 12
სოფლის მაჟორიტარი დეპუტატობისა და სამეგრელოს 7 ქალაქის
მერობის კანდიდატი წარადგინა.
ზუგდიდში სიის პირველი ნომერი და ოდიშის მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატი ოპოზიციური პარტიიდან გურგენ სართანია იქნება.
დარჩელი - კონსტანტინე სორდია
ოქტომბერი - ალიოშა ალანია
ძველი აბასთუმანი - ზვიად კუტალია
კოკი - ირაკლი ხუბუა
ყულიშკარი - დავით ფიფია
შამგონა - ვარლამ ბოკუჩავა
დიდინეძი - ავთანდილ ჩახაია
ერგეტა - სპარტაკ შენგელია
ახალკახათი - ზვიად აბსანძე
ცაიში - ბაჩუკ ნარუშვილი
კახათი - ხვიჩა ოთხოზორია
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დღესვე ზუგდიდის გარდა სამეგრელოს
სხვა ქალაქების სიის პირველი ნომრებისა და მერობის კანდიდატების
ვინაობა გახდა ცნობილი:
სენაკი - ზაზა სიჭინავა
მარტვილი - მურად გვაზავა
აბაშა - გელა კაჭარავა
ხობი - ედიშერ წურწუმია
წალენჯიხა - ბესიკ კვარაცხელია
ჩხოროწყუ - რამაზ ლაგვილავა
პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ
მოუწოდა.
„ჩვენ უნდა შევძლოთ და დავასრულოთ ორპარტიული მონოპოლია „ქართული
ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“. ის შეურაცხყოფა, რაც მმართველმა
პარტიამ მიაყენა ზუგდიდს კუდის ყოფილი თანამშორომლის მერად წარდგენის,
დაუსჯელი არ უნდა დარჩეს“, - აღნიშნა კუკავამ.
სიის პირველი ნომრის გურგენ სართანიას თქმით კი მთავარი პრიორიტეტი და
გამოწვევა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის
გაუმჯობესებაა.
„ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით არსებული პრობლემები მოვუგვაროთ
მოსახლეობას და ერთად ავიღოთ პასუხიმგებლობა ამაზე“, - თქვა
სართანიამ.
კახა კუკავას დღეს ზუგდიდის მერობის კანდიდატი არ წარუდგენია. მისი
თქმით, კონსულტაციები დამოუკიდებელ კანდიდატთან მიმდინარეობს და
საბოლოო გადაწყვეტილებას პარტია ორშაბათს გამოაცხადებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვნები საქართველოში 21 ოქტომებრს
გაიმართება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
საქართველო-თურქეთის საზღვარზე თურქულმა სამართალდამცველებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის გამგებელი ბაკურ ქომეთიანი, თანმხლებ პირთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ქართული მედია ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები