ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი დომენტი სიჭინავა სოფელ
კოლხიდას მოსახლეობას შეხვდა. სიჭინავამ კოლხიდელებს საარჩევნო
პროგრამა და მუნიციპალიტეტის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო.
მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან დასაქმების პრობლემებზე
ისაუბრა. ადგილობრივების თქმით, უმუშევრობას და სოციალურ პრობლემებს
ისიც დაემატა, რომ აზიურმა ფაროსანამ, სხვა სოფლების მსგავსად,
ისინიც მოსავლის და შესაბამისად, შემოსავლის გარეშე დატოვა.
"ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით და ერთად მოვითხოვოთ ის, რაც გვეკუთვნის.
ნებისმიერი ხელისუფლება ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე და არა -
პირიქით. ამიტომაც, აქტიურად უნდა ჩაერთოთ გადაწყვეტილების მიღების
პროცესში. მე თქვენ არ გპირდებით კონკრეტულს, უბრალოდ, თქვენთან ერთად
უნდა გადავჭრათ ის პრობლემები, რომელიც აქვს ზუგდიდის
მუნიციპალიტეტს", - განაცხადა დომენტი სიჭინავამ.
®
მასალის გამოყენების პირობები