ზუგდიდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს განცხადებით მიმართეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკუთარი კანდიდატურების
მოხსნის შესახებ. ინფორმაცია
რადიო
„ათინათს“ 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ
მირანდა მესხმა დაუდასტურა.
„დღეს შემოვიდა განცხადება დარეგისტრირებული ოთხი პირის
კანდიდატურების მოხსნის შესახებ. ესენი არიან გელა თოლორაია, გოდერძი
კუკავა, ლევან მაქაცარია და გიორგი თოფურია“, - თქვა მესხმა.
გარდა ამისა, დაუზუსტებელი ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა პარტიაც
დატოვეს.
გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს ენმ-ის ადგილობრივი
ორგანიზაციის თავჯდომარე და პროპორციული სიის პირველი ნომერი ანი
წითლიძე.
გელა თოლორაია კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო,
გოდერძი კუკავა - ცაიშის, ლევან მაქაცარია - ყულიშკარის. რაც შეეხება
გიორგი თოფურიას, ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში
პროპორციული სიით იღებდა მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები