„დებატები“ დებატების გარეშე - შეხვედრა მერობის კანდიდატებთან (ვიდეო)
18:32 / 16.10.2017
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით მერობის
კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართა. ის
დებატების ფორმატით უნდა წარმართულიყო, თუმცა მმართველი პარტიის
კანდიდატმა აღნიშნული ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
ამასთან, შეხვედრაზე მისვლა არ ისურვა ენმ-ის მერობის კანდიდატმა
ლევან კონჯარიამ. აქედან გამომდინარე, მოდერატორებმა ზვიად ქორიძემ,
არჩილ თოდუამ და შეხვედრის მონაწილეებმა კანდიდატებს კითხვები
ცალ-ცალკე დაუსვეს.
საუბარი ძირითად თვითმმართველობის რეფორმას, საზოგადოებრივი
ტრანსპორტის განვითარებას, გარევაჭრობასა და ინფრასტრუქტურულ
პროექტებს შეეხო.
მმართველო პარტიის მერობის კანდიდატმა საკუთარი ოთხწლიანი გეგმის
პრიორიტეტებზე ისაუბრა. რაც შეეხება ერთ-ერთი საზოგადოებრივი
ორგანიზაციის წარმომადგენლის ემზარ კვარაცხელიას კითხვას, რას
მოიმოქმედებს ის არჩევის შემთხვევაში ჰომოფობიური გარემოს შესაცვლელად
ქალაქში, გოგიამ უპასუხა, რომ ის ძალადობას გმობს, მაგრამ არის
ქართველი და მართლმადიდებელი, რომელსაც ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
თუ რას ნიშნავდა მისი ეს განცხადება, მერობის კანდიდატს დამატებით
განმარტებები არ გაუკეთებია.
ბიზნესისა და ინვესტიციების მოზიდვაზე გაამახვილა ყურადღება
დამოუკიდებელმა კანდიდატმა. დომენტი სიჭინავას თქმით, აუცილებელია
ყველა კომპანიას თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს და ერთეულ
კომპანიებს ან ბიზნესმენს არ უნდა ჰქონდეს ქალაქი მონოპოლიზებული.
მისივე თქმით, მიგრაციის შეჩერება სწორედ ინვესტიციების მოზიდვით
შეიძლება.
რაც შეეხება კითხვას სექსუალური უმცირესობების შესახებ, მან თქვა, რომ
ლგბტ თემის წარმომადგენლები სხვა მოქალაქეებთან თანასწორები
არიან.
„მე ვერ დაგპირდებით, რომ თქვენთან ერთად გამოვალ დროშებით, მაგრამ
არც სასულიერო პირებთან ერთად ვაპირებ გამოვიდე სექსუალური
უმცირესობების წინააღმდეგ“, - თქვა სიჭინავამ.
„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ საკუთარი
პროგრამის პრიორიტეტებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სკოლამდელი
აღზრდის დაწესებულებების ბიუჯეტი იძლევა საშუალებას, რომ თითო ბავშვზე
ათას ლარიანი ვაუჩერი გაიცეს. მისივე განმარტებით, ეს მშობლებს
მისცემს ბაღების თავისუფალად არჩევის შესაძლებლობას. რაც შეეხება
კითხვას სექსუალური უმცირესობების შესახებ, ქებურამ განმარტა, რომ ის
მათ უფლებებს დაიცავს.
„მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი, ვინც უფლებების დარღვევის შემთხვევაში
დადგება თქვენს გვერდით და იბრძოლებს თქვენთან ერთად“, - თქვა
ქებურიამ.
მოდერატორმა ზვიად ქორიძემ შეხვედრა დადებითად შეაფასა და აღნიშნა,
რომ ის ინფრომაციული და საინტერესო იყო.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სამეგრელოში არსებობდა ორი ერთმანეთთან შინაარსით ახლოს მდგომი და თითქმის იდენტური ტრადიციული წესი ,რომელსაც ოჭიშაფუს ანუ შესაწევარს და გინაფორალს ანუ გადასაფარს უწოდებდნენ. ,,ოჭიშაფუ“ ხდებოდა ქორწილის დროს და ,,გინაფორალი“ მიცვალებულის განსვენების პერიოდში. ასევე, მეგრულ წეს-ჩვეულებებში მოწმდება მატერიალური ურთიერთდახმარების ორი სახე: ნატურალური და ფულადი.დღევანდელ გადაცემაში დაწვრილებითაა აღწერილი ყველა ტრადიცია წესები და მოვალეობები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი მოადგილე ჰყავს. დავით ვერავას მოადგილედ გიორგი ნადარაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სენაკში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გზდ საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები