ევროპული საქართველო: დროა, ვუთხრათ მოძალადე ხელისუფლებას, წადი (ვიდეო)
16:54 / 17.10.2017
"ევროპული საქართველოს" ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების მიერ
ორგანიზებული აქცია სამხარეო
ადმინისტრაციის შენობასთან დასრულდა. აქციაზე სიტყვით
გამოვიდნენ პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერები. მათ
შეკრებილებს მიმართეს და უთხრეს, რომ ხალხი ადგილობრივ მთავრობას
თვითმმართველობის არჩევნებზე გასცემს პასუხს.
სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ ლელა ქებურია, ლაშა დამენია, გიგი
უგულავა და დავით ბაქრაძე.
„ზუგდიდმა უნდა ანახოს ის, რასაც ეს მთავრობა იმსახურებს. ეს არის
სრული მარცხი „ქართული ოცნების“ და მისი მერობის კანდიდატის. უნდა
დავიწყოთ ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის“, - აღნიშნა უგულავამ.
"ეს არის უნიათო, უმოქმედო და მოძალადე ხელისუფლება. ჩვენ ბოლოს
მოვუღებთ ამ უკიდურეს გაჭირვებას და ხელისუფლებას დავამარცხებთ
ზუგდიდშიც, სამეგრელოშიც და საქართველოშიც. ჩვენ მათი არ გვეშინია,
ვერ მოგვატყუებენ. ამიტომ, დროა, ვუთხრათ, წადი“, - აღნიშნა ლელა
ქებურიამ.
აქციის დასასრულს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა დამენიამ განაცხადა,
რომ ეს დღეს საბოლოო ბრძოლის დასაწყისია.
„ჩვენ შეგვიძლია თქვენი სახელით ვილაპარაკოთ ხელისფლებასთან, რასაც
ვერ ბედავენ მაჟორიტარი დეპუტატები. ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ
ბოლომდე და გადავახდებინებთ ხელისუფლებას კომპენსაციებს“, - განაცადა
დამენიამ.
”ევროპული საქართველოს” წევრებმა და მხარდამჭერებმა დღეს
ზუგდიდში აქცია - მსვლელობა გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან
აზიური ფაროსანას მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის
ანაზღაურებას ითხოვდნენ.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო სკოლებში „ბოლო ზართან“ დაკავშირებული გასართობი ღონისძიების ორგანიზებისთვის 31 950 ლარს დახარჯავს. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელოში, მათ შორის მარტვილსა და ზუგდიდში, 19 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 20-21 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსს მიაღწევს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები