საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამომრჩევლებს
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდებს.
მისი შეფასებით, 21 ოქტომბრის
არჩევნები მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
" ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთი
მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი უფლებების გასაღრმავებლად -
გავაძლიეროთ ქართული დემოკრატია! ეს არის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნები. მოგიწოდებთ ყველა მოქალაქეს, იყოთ
აქტიურნი, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე, მოიხადოთ თქვენი
მოქალაქეობრივი ვალი და წვლილი შეიტანოთ დემოკრატიის გაღრმავებაში.
თქვენი ქალაქებიდან, სოფლებიდან, რაიონებიდან აქტიური მონაწილეობა
მიიღოთ ხელისუფლების ჩამოყალიბების პროცესში. გადადგათ ნაბიჯი უფრო
გაღრმავებული პლურალიზმისა და დემოკრატიის მიმართულებით”, - განაცხადა
პრეზიდენტმა ბრიფინგზე.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები