არჩევნები
ენმ: "ქართული ოცნება" ამომრჩეველზე ზეწოლას თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მეშვეობით აპირებს (ვიდეო)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანი წითლიძის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ კომბინატის საარჩევნო შტაბში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ, სადაც ენმ-ის მხარდამჭერებზე ზეწოლა დაიგეგმა. მისივე თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი ქვედანაყოფის უფროსი პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი და მისი თანამშრობლები გააქტიურებას დღეს საღამოდან აპირებენ.

„მათ დღეს დაგეგმეს, როგორ მოახდინონ ამომრჩეველზე ზეწოლა, რომ ხვალ ისინი არ მოვიდნენ და ხმა არ მისცენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. კომბინატის უბანი არის აქილევსის ქუსლი მმართველი პარტიისთვის, სადაც ჩვენი უპირატესობა არის თვალშისაცემი და ერთადერთი გზა, რომ ვერ გავიმარჯვოთ, ჩვენი ამომრჩევლების დაშინებაა. ძირითადად, მათი სტრატეგიაა, რომ იმუშაონ ჩვენს მხარდამჭერ დევნილებზე. მათ აქვთ კავშირი ე.წ. ყოფილ პარტიზანლებთან“, - აღნიშნა წითლიძემ.

მან აღნიშნულ ქმედებას სამარცხვინო უწოდა და თქვა, რომ მმართველი გუნდი თავდაცვის სამინისტროს საკუთარი საარჩევნო კამპანიისთვის მოქალაქების წინააღმდეგ იყენებს.

წითლიძემ სამართალდამცავ ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საქმის კურსში ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩააყენებს. მისივე განმარტებით, ფაქტის დაფიქსირება პარტიის პრესსამსახურმა ვერ მოასწრო, რადგან ახვლედიანმა და მისმა თანხმლებმა პირებშა შტაბი სწრაფად მას შემდეგ დატოვეს, რაც შეიტყვეს, რომ იქ მისვლას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აპირებდნენ. 

ბრალდებას უარყოფენ მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში და განმარტავენ, რომ ზეწოლა ამომრჩეველზე არ ხორციელდება.



„ეს არის დამარცხებისთვის განწირული პოლიტიკური პარტიის განცხადება და რეალობასთან კავშირი არ აქვს. ჩვენი მიზანია, რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს და ამას უზრუნველვყოფთ. რაც შეეხება პროვოკაციებს, ჩვენ გვევალება მათი აღმოფხვრა და ეს გარანტირებული იქნება“, - განაცხადა "ქართული ოცნების" პარტიული სიის პირველმა ნომერმა მამუკა წოწერიამ.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, იმყოფებიან თუ არა თავდაცვის სამინისტროს დასახელებული თანამშრომლები ზუგდიდში, წოწერიას თქმით, ის ინფორმაციას არ ფლობს.

ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.