ენმ: სოფელ კახათში ე.წ. მაყურებელი საარჩევნო პროცესში ჩარევას ცდილობს (ვიდეო)
11:26 / 21.10.2017
ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის ანი
წითლიძის ინფორმაციით, სოფელ კახათში
ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ქურდულ სამყაროსთან დაახლოებული პირია,
საარჩევნო პროცესში უხეშად ერევა. მისივე თქმით, ის #50-ე უბნიდან
მათი პარტიის წარმომადგენლების გამოყვანას ცდილობს, მანამდე კი
კახათის სხვა საარჩევნო უბნებზეც იმყოფებოდა.
„გუგუჩია ეუბნება ჩვენს მხარდამჭერებს, რომ არ დაუჭირონ მხარი „ერთიან
ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ეს არის „არაქურდული“ პარტია, მას
შემდეგ, რაც მათ გაუკეთეს ე.წ. ქურდულ სამყაროს და ვინც ხმას მისცემს
ამ პარტიას, კახათში ვერ გაჩერდება“, - აღნიშნა წითლიძემ.
ბრალდებები უარჰყვეს მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში. ადგილზე
იმყოფებოდა მერობის კანდიდატი ლაშა გოგია, რომელმაც განაცხადა, რომ
“მსგავს სისულელეზე” კომენატრს არ გააკეთებს. ჟურნალისტებს ესაუბრა
მამუკა წოწერიაც, რომლის მტკიცებით, ენმ ცრუ ინფორმაციას
ავრცელებს.
„არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ და კონკურენტულ გარემოში. ეს არის
დამარცხებისთვის განწირული პარტიის განცხადებები. არავითარი მოსყიდვა,
ზეწოლა და დაშინება არ ხდება“, - თქვა წოწერიამ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები